ქართველი ჩოგბურთელები ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებენ

AutoSharing Option
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) 29 იანვარს მეორე წრის შეხვედრები გაიმართა.

წარმატებით ითამაშეს ქართველებმა: ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ეკატერინე გორგოძემ, როგორც სტარტზე, ამჯერადაც იოლად სძლია კვალიფიკაციიდან აღზევებულ უნგრელ რებეკა სტოლმარს - 6:1, 6:2. ნახევარფინალში თბილისელი ჩოგბურთელი სლოვაკ ლენკა ვიენოროვასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში გზიდან რუსი სოფია დმიტრიევა ჩამოიშორა - 6:0. 6:1.

მეოთხედფინალში გავიდა მე-6 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაიაც, რომელმაც რუს ნიკა კუხარჩუკს აჯობა - 6:3, 6:3.

30 იანვარს ჩვენებურს ასპარეზობის მესამე ნომერი, ბრიტანელი - ამანდა გარერასი დაუპირისპირდება.
მეორე წრეში კუნძულელმა უნგრელ ლილა ბარშოს მოუგო - 4:6, 6:4, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული