ბორის ბეკერმა გერმანია უარყო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დევისის თასზე გერმანიის ნაკრების კაპიტანი გახდეს.

"დღეს არ შემიძლია, საკუთარი თავი წარმოვიდგინო ნაკრების სათავეში", - განაცხადა "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა გერმანულ პრესასთან კომენტარში. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, ბეკერი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავარჯიშებს.

როგორც იცით, გასულ კვირას გერმანიის ნაკრების კაპიტნის პოსტი დაატოვებინეს კარსტენ არიენსს, არადა, სულ მალე გერმანელებს ელით დევისის თასის პირველი წრის შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებთან. მატჩი 6-8 მარტს ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული