ვაჟთა ასპარეზობაში წარმატებით აიღო სტარტი ალექსანდრე მეტრეველმა - წყვილთა პაექრობაში ბარ ზუფ ბოცერთან (ისრაელი) ერთად მან პირველ წრეში თურქების - ტუნა ალტუნისა და მუჰამეტ ჰეილაზის დუეტს აჯობა - 7:5, 4:6, 10:8 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლატვიელებს - იანის და მარტინს პოდზუსებს დაუპირისპირდება. ბალტიისპირელებმა გუშინ ლუკას მუგევიჩუსი (ლიტვა) და სებასტიან ვაგნერი (გერმანია) ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:1. ერთეულებში ალექსანდრე მეტრეველი კვალიფიკაციიდან აღზევებულ ფრედ სიმონსს (შვედეთი)
ქალთა ტურნირში, როგორც ვწერდით, ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ჩაებმებიან. გორგოძე რეიტინგფავორიტია და სტარტზე მასპინძელ იასმინ გულმანს გამოცდის, მესამე ნომრად განთესილი ქვაცაბაია კი ბელგიელ კიმბერლი ზიმერმანთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2.513.000 დოლარი) ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილებში კლასიფიკაციით 73-ე) ხორვატ დარია იურაკთან (50-ე) ერთად პირველ წრეში მე-8 ნომრად განთესილ ქრისტინა მლადენოვიჩისა (საფრანგეთი, მე-19) და ტიმეა ბაბოშის (უნგრეთი, 25-ე) ტანდემთან დამარცხდა - 6:7, 2:6.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"