სიმონა ჰალეპის მეორე და მეათე

AutoSharing Option
სეზონში მეორე და კარიერაში მეათე ტიტული მოიგო რუმინელმა სიმონა ჰალეპმა დუბაიში, სადაც გასულ კვირას Premier 5-ის კატეგორიის ტურნირი იმართებოდა.

ამ წარმატებამ რუმინელს დაუბრუნა მესამე ადგილი კლასიფიკაციაში, რომელიც გასულ ორშაბათს ჩეხ პეტრა კვიტოვას გადაულოცა, WTA-ს ჩემპიონთა რბოლაში კი მეხუთედან მესამეზე გადაინაცვლა.

ფინალში ჰალეპმა რთული ბრძოლა გადაიტანა ჩეხი კაროლინა პლიშკოვას წინააღმდეგ. პირველი სეტის 41 წუთში მოგების (6:4) შემდეგ, მეორე პარტიაში დიდი ბრძოლა გაიმართა. სიმონა ადრეული ბრეიკით 2:0 დაწინაურდა და 5:4-სა და 6:5-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ორივე შანსი ხელიდან გაუშვა. თან ორივე გეიმში
თითო მატჩბოლი ჰქონდა. შემდეგ იყო ტაი-ბრეიკი, რომელშიც ჩეხმა 4:3 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ რუმინელმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და საათსა და 47 წუთში გაიმარჯვა - 6:4, 7:6(4).

ჰალეპმა მოგებისთვის 456 ათასი დოლარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული