მარია შარაპოვას ბოიფრენდი 35 მეტრიდან გადახტა

AutoSharing Option
ჩოგბურთელებმა - გრიგორ დიმიტროვმა, სანტიაგო გონსალესმა და დანიელა ჰანტუხოვამ შესანიშნავად გაატარეს დრო მექსიკის ქალაქ აკაპულკოში იქაური ტურნირის სტარტის წინ.

დაივინგის პროფესიონალებმა ჩოგბურთელებს წყალში ხტომის ოსტატობა უჩვენეს. დიმიტროვმა ვერ მოითმინა და თავადაც გადახტა 35 მეტრიდან.

"როცა სიმაღლიდან ქვემოთ იყურები, რაღაც გბოჭავს, მაგრამ სინამდვილეში მშვიდად ვიყავი. მიყვარს ექსტრემალური სპორტი. მართლაც უჩვეულო შეგრძნება იყო", - განაცხადა დიმიტროვმა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული