კენჭისყრის შემდეგ ბევრი მოუთმენლად ელოდა ნადალის რევანშს ფაბიო ფონინისთან, მაგრამ იტალიელმა ესპანელამდე ვერ მიაღწია, რადგან მეორე წრეში მხოლოდ სამი გეიმი აიღო კარლოს ბერლოკთან მატჩში. დიდი ხანი არ დარჩენილა ტურნირზე რობრედოც. ვეტერანმა თავის თანამემამულე ნიკოლას ალმაგროსთან წააგო - 3:6, 2:6.
მთავარ ფავორიტ რაფაელ ნადალს მხოლოდ არგენტინელებთან
მაგრამ ნადალი არ აპირებდა დანებებას და მომდევნო ცხრა გათამაშებიდან მხოლოდ ერთი ქულა დათმო - 9:7. ბერლოკი არ გატყდა და მეორე პარტიაში ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 2:0. ამით მისი გმირობები დასრულდა. ესპანელმა მკვეთრად მოუმატა და ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო.
ბადის ქვედა ნაწილიდან ფინალამდე ხუან მონაკომ მიაღწია. ტოპ-ათეულის ყოფილმა მოთამაშემ ბოლო ორ სეზონში მკეთრად მოუკლო თამაშს და დღეს რეიტინგის მეექვსე ათეულში იმყოფება. ნახევარფინალში მან დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ნიკოლას ალმაგროს - 6:3, 6:7(6), 6:4, არადა, შეეძლო, ორ სეტში ჩატეულიყო, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა, თან ალმაგრომ ორი მატჩბოლი მოიგერია.
ფინალში მეტოქეები თავიდან წარმატებით თამაშობდნენ საკუთარ გეიმებზე, თუმცა უფრო ახლოს ბრეიკთან მაინც ნადალი იყო, რომელიც ჩაუსაფრდა მონაკოს ჩავარდნას და 4:3-ზე მოწინააღმდეგის შეცდომების ხარჯზე გააკეთა ბრეიკი. არგენტინელს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.
მეორე სეტში ნადალმა კიდევ უფრო უმატა აქტიურობას და მონაკოც უკვე ვეღარ უძალიანდებოდა "გრუნტის მეფეს". პირველივე გეიმში არგენტინელმა წააგო საკუთარი მოწოდება, მალე ნადალმა მეორე ბრეიკიც გააკეთა და ამით ფინალმა ინტრიგა დაკარგა - 6:4, 6:1.
სავარაუდოდ, რაფას ეს ტურნირი დიდხანს ემახსოვრება, რადგან ბუენოს აირესში გამარჯვებით ის გრუნტზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით დაეწია დიად გილერმო ვილასს - 46 გამარჯვება.
გარდა ამისა, რაფამ კარიერაში 65-ე ტიტული მოიპოვა და გადაასწრო ორ ლეგენდას - ამერიკელ პიტ სამპრასსა და შვედ ბიორნ ბორგს. და კიდევ, ამ მოგებით ნადალმა დაიბრუნა მესამე ადგილი კლასიფიკაციაში.
აქვე შეგახსენებთ ATP-ის ლიდერებს ტიტულების რაოდენობით:
1. ჯიმი კონორსი (აშშ) 109
2. ივან ლენდლი (ჩეხ/აშშ) 94
3. როჯერ ფედერერი (შვეიც) 84
4. ჯონ მაკინროი (აშშ) 77
5. რაფაელ ნადალი (ესპ) 65
6. ბიორნ ბორგი (შვედ) 64
6. პიტ სამპრასი (აშშ) 64
8. გილერმო ვილასი (არგ) 62
9. ანდრე აგასი (აშშ) 60
10. ბორის ბეკერი (გერ) 49
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"