ხუან მარტინ დელ პოტრო: ტრავმას არ დავნებდები

AutoSharing Option
არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც აღდგენით კურსს გადის მაჯაზე გადატანილი მორიგი ოპერაციის შემდეგ, უახლოეს მომავალში გეგმავს კორტზე დაბრუნებას. ამის შესახებ მან თავად განუცხადა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი წელს უკვე ვიხილეთ სიდნეის ტურნირზე და იქ მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

"ტრავმის გამო დანებებას არ ვაპირებ. ვეცდები, მაქსიმალურად სწრაფად დავბრუნდე ტურში. ყველაფერი აღდგენით პროცესზე იქნება დამოკიდებული. ექიმები ამბობენ, რომ ყველაფერი იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ. მოხარული ვარ, რომ სულ მალე ისევ მიხილავთ საქმეში", - ამბობს აშშ-ის ღია
პირველობის ყოფილი ჩემპიონი.

დელ პოტრომ ისიც დაამატა, რომ შეძლებს მაიამის "მასტერსზე" გამოსვლას, რომელიც 25 მარტს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული