მარსელო რიოსი კუთვნილს ითხოვს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ჩილელმა მარსელო რიოსმა გამოძიება მოითხოვა ჩეხი ჩოგბურთელის, პეტრ კორდას მიერ 1998 წელს დოპინგის გამოყენების ფაქტზე.

იმ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კორდამ რიოსი 6:2, 6:2, 6:2 დაამარცხა, თუმცა მოგვიანებით, უიმბლდონის მსვლელობისას კორდას ანალიზში აკრძალული პრეპარატი ნანდროლონი აღმოაჩინეს. 1998 წლის ბოლოს კორდამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ვადის გასვლის შემდეგ დაასრულა კარიერა.

რიოსი ითხოვს, რომ ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულის ტიტული მას მიანიჭონ. ჩილეს ჩოგბურთის ფედერაციამ მხარი დაუჭირა მარსელოს ამ ბრძოლას და ასევე ითხოვს ტიტულის კანონიერი მფლობელისთვის გადაცემას იმ
შემთხვევაში, თუ დამტკიცდება კორდას მიერ მელბურნში დოპინგის გამოყენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული