სავარაუდოდ, ჰალეპმა სწორედ ფინალში ჩაატარა თავისი ყველაზე უარესი მატჩი. პირველ პარტიაში რუმინელის ცნობა შეუძლებელი იყო. დიდი რაოდენობით შეცდომა მარჯვნიდან საფირმო დარტყმების შესრულებისას და ამის ფონზე იანკოვიჩის შესანიშნავი მოქმედება. სერბი მალე გაიჭრა წინ - 6:2.
მეორე პარტიის შუაში ჰალეპი, უბრალოდ, შოკში იყო თავისი თამაშისგან და მუდმივად კორტს ურტყამდა ჩოგანს. იანკოვიჩმა
მოწოდებას ამ მატჩში არანაირი აზრი არ ჰქონდა - მეტოქეებმა ჯამში 18 ბრეიკი დააგროვეს! გადამწყვეტი მომენტი ამ დრამაში მაშინ დადგა, როცა ელენა 5:4-ს იგებდა. იანკოვიჩი მატჩზე აწვდიდა და ორი ქულა აკლდა საბოლოო გამარჯვებამდე. ჰალეპმა, როგორც იქნა, ნორმალური სათამაშო მონაკვეთი მისცა და მეორე სეტი 7:5 მოიგო.
მესამე სეტში იანკოვიჩმა ორჯერ წაიყვანა ანგარიში ბრეიკით, მაგრამ უფრო შორს წასვლა ვერ შეძლო. ფიზიკურად უფრო კარგად მომზადებული ჰალეპი აღმოჩნდა. რუმინელი ბოლოსკენ უკეთ გადაადგილდებოდა, მაგრამ შეცდომები მაინც მეტი ჰქონდა. სიმონამ მატჩზე ვერ ჩააწოდა, სამაგიეროდ, "მშრალი" ანგარიშით მოიგო მეტოქის გეიმი და ყველაზე დიდი ტიტული გაიფორმა კარიერაში - 2:6, 7:5, 6:4.
რუმინელისთვის ეს იყო სეზონში მესამე და კარიერაში მე-11 ტიტული. გარდა ამისა, ჰალეპი ATP-ის რბოლის ლიდერია.
ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 18) 2:6, 7:5, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"