"არასასიამოვნოა იმის ხილვა, რამდენად ერთფეროვანი გახდა თანამედროვე ჩოგბურთი. ყველანი უკანა ხაზიდან ამჯობინებენ თამაშს. ყოველთვის მომწონდა კონტრასტი: ბორგისა და მაკინროის მატჩების ხილვა ერთი სიამოვნება იყო. მე და სტეფან ედბერგი ყოველთვის ბადესთან გავდიოდით. თამაშს ბავშვობიდან სწავლობენ.
თვალს ვადევნებდი ბორგს, მაკინროისა და ედბერგს და ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა. ახლა კი ყველანი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს ბაძავენ, მაგრამ მინდა ვნახო, რას შემოგვთავაზებს ახალი თაობა.
გარდა ამისა, ამერიკელმა აღფრთოვანება გამოხატა შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სტილისა და შედეგების გამო.
"ვფიქრობ, როჯერი ყველაზე უნივერსალური მოთამაშეა იმათგან, ვინც აქამდე მინახავს. მას ყველა საფარზე აქვს გამარჯვება. შესანიშნავად გადაადგილდება კორტზე და დაუჯერებელ თამაშს გვიჩვენებს. ფედერერს ფენომენალური ფორჰენდი აქვს.
საერთოდ, როჯერის თამაშში ყველაფერია ჩადებული. ვფიქრობ, ის იმაზე ძლიერად დომინირებდა ტურში, ვიდრე მე თავის დროზე. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, უნდა ვაღიარო, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა", - აცხადებს სამპრასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"