ენდის აქაც სამი სეტის ჩატარება დასჭირდა, რადგან პირველ პარტიაში ტიმი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მან ბრეიკით დაწინაურება შეძლო - 4:1 და სეტის ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა - 6:3.
მეორე პარტიის დასაწყისი განსხვავებული გამოვიდა. ენდიმ პირველი ბრეიკი შეასრულა მატჩში და 3:0 გავიდა წინ, თუმცა ტიმმა მეშვიდე გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და მალე ანგარიში გაათანაბრა
რაც შეეხება ტიმს, ეს "მასტერსი" მის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან კარიერაში პირველად დაამარცხა ტოპ-ათეულის წევრი (ფელისიანო ლოპესი) და პირველად გავიდა ამ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.
* * *
მარეის მეტოქე ირკვეოდა ჩეხი ტომაშ ბერდიხისა და არგენტინელი ხუან მონაკოს შეხვედრაში. სამხრეთამერიკელმა სერიოზული ბრძოლა გაუმართა ფავორიტს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ბერდიხი უმატებდა თამაშს და ამის ხარჯზე ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:4.
პირველი სეტის დასაწყისში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ტომაშმა მერვე გეიმში შეასრულა კიდევ ერთი ბრეიკი და 5:3 დაწინაურდა, რასაც სეტზე ჩაწოდება მოჰყვა.
მეორე პარტიაში ჩოგბურთელები კარგა ხანი დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, სანამ ბერდიხმა 4:4-ზე მესამე ბრეიკი არ შეასრულა მატჩში. 5:4-ზე ჩეხმა საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში ენდი მარეიზე გავიდა. ბერდიხმა რევანშის შესრულების საშუალება მიიღო - წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ბრიტანელმა ნახევარფინალში შეაჩერა ჩეხი ჩოგბურთელი.
კაცები
1/4-ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 3)-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 3:6, 6:4, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-ხუან მონაკო (არგ) 6:3, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"