მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული, თუმცა ჯერჯერობით მისი მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა.
ტურნირი, რომლის ძირითადი შეხვედრები პირველი იანვრიდან დაიწყება, საკმაოდ წამომადგენლობითია.
მასში მონაწილეობას ნოვაკ ჯოკოვიჩი, დომინიკ ტიემი, რიშარ გასკე, ფერნანდო ვერდასკო, ტომაშ ბერდიხი და სხვა ცნობილი ჩოგბურთელები მიიღებენ.
დოჰას ტურნირის შემდეგ ბასილაშვილი სიდნეიში გაემგზავრება და ადგილობრივ ტურნირში ჩაერთვება, ამის შემდეგ კი, წლის პირველი დიდი სლემის, "აუსტრალიან ოუფენის" ჯერიც დადგება.