სტარტზე რუსი ანგელინა ფიოდოროვას ძლევის შემდეგ გუშინ ბელგიელ ინდია მაჯენს დაუპირისპირდა და იოლად დაამარცხა - 6:1, 6:1.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა დიდიბრიტანელი დანიელა კონოტოპცევა ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:1. დანარჩენ მეოთხედფინალურ პაექრობებში ერთმანეთს შეხვდებიან: ეკატერინა იაშინა (რუსეთი)-არაბელა ფერნანედს რაბენერი (ესპანეთი), იულია ბრიზგალოვა (რუსეთი)-ლინა ჯორჩესკა (მაკედონია), იულია ტერზისკა (ბულგარეთი)-ადრიანა ლეკაჯი (ხორვატია).
გუშინვე ბოლქვაძემ ნაბიჯით წინ
* * *
იტალიაში 10.000-იან ტურნირში ცდიდნენ ძალებს პირველ-მეორე ნომრებად განთესილი ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. სამწუხაროდ, 2 აპრილს ორივე ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში დამარცხდა: გორგოძემ უნგრელ ლილა ბარშოსთან წააგო - 1:6, 6:3, 2:6, ხოლო ქვაცაბაია მარია-ალექსანდრა ლედუჩს (კანადა) დანებდა - 3:6, 1:6;* * *
წარმატებით თამაშობს მსოფლიო კლასიფიკაციაში 180-ე ადგილზე მყოფი თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. იგი ისრაელის ქალაქ რაანანაში 125.000-დოლარიან ტურნირში მონაწილეობს. სტარტზე მან 157-ე ადგილზე მყოფ ავსტრიელს - ჯონ მილომანს აჯობა (6:3, 6:1). გუშინ კი რეიტინგით 88-ე სლოვენიელს, ასპარეზობაზე პირველ ნომრად განთესილ ბლაზ კავჩიჩს სძლია - 6:3, 6:2 და სარეიტინგო 20 ქულაც დაიმსახურა. მეოთხედფინალში ბასილაშვილი კლასიფიკაციით 175-ე ნომერ ევგენი დონსკოის (რუსეთი) შეხვდება. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა პოლონელი მიხალ პრჟისიეჟნი დაჯაბნა სამ სეტში - 6:2, 6:7, 6:0.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"