ბრძოლა ამ მატჩში მხოლოდ საწყის ოთხ გეიმში ვნახეთ: მეტოქეებმა საკუთარი მოწოდებები შეინარჩუნეს და ანგარიში 2:2 იყო. ამის შემდეგ კი ერთი ჩოგბურთელის შოუ დაიწყო. სერენამ ზედიზედ 10 გეიმი აიღო და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა
შეხვედრა 56 წუთი გრძელდებოდა, რომლის დროსაც სერენამ 27 "ვინერსი" დააფიქსირა - საშუალოდ თითო ყოველ ორ წუთში.
სერენა უილიამსმა მერვედ მოიგო მაიამის ტურნირი. ის გახდა მეოთხე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისაც ერთ კონკრეტულ ტურნირზე რვაჯერ (ან მეტჯერ) აქვს მოპოვებული მთავარი პრიზი. მანამდე ეს გააკეთეს კრის ევერტმა (8 - ჰილტონ ჰედი), მარტინა ნავრატილოვამ (12 - ჩიკაგო, 11 - ისტბურნი, 9 - დალასი, ვაშინგტონი, უიმბლდონი, 8 - ლოს ანჯელესი, WTA-ს ფინალი, ორლანდო) და შტეფი გრაფმა (9 - ბერლინი).
უილიამსი სათავეში ჩაუდგა WTA-ს საჩემპიონო რბოლას, კარლა სუარეს ნავარომ კი ფინალში გასვლის ხარჯზე კარიერაში პირველად შეაღწია კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში.
ქალები
1/4-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12) 6:2, 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"