მარია შარაპოვა გერმანიასთან გამოირიცხა

AutoSharing Option
რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, რუსეთის პირველმა ნომერმა მარია შარაპოვამ ტრავმა მიიღო. დაზიანების ხარისხის შესახებ არაფერს იტყობინებიან, თუმცა უკვე გამოცხადდა, რომ შარაპოვა ვერ მოასწრებს გერმანიასთან ფედერაციის თასის ნახევარფინალური მატჩისთვის აღდგენას, რომელიც 18-19 აპრილს გაიმართება.

გარდა ამისა, მარიამ, შესაძლოა, გამოტოვოს ქალთა ტურნირი შტუტგარტში, რომელიც 20 აპრილს აიღებს სტარტს. რუსი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

ასე რომ, რუსეთის ნაკრები გერმანიასთან მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: სვეტლანა კუზნეცოვა, ელენა ვესნინა, ანასტასია პავლიუჩენკოვა და კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რომელიც შარაპოვას შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული