მარია შარაპოვა შტუტგარტიდან გააძევეს

AutoSharing Option
არანაკლები მასშტაბის სენსაცია მოხდა შტუტგარტის ქალთა ტურნირზე. აქ პირველივე მატჩში გამოეთიშა ბრძოლას რუსი მარია შარაპოვა, რომელიც გერმანელ ანჟელიკ კერბერს ხვდებოდა.

შარაპოვას შტუტგარტში 13-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა - მან აქ 2012, 2013 და 2014 წლებში მოიგო ტიტული, მაგრამ კერბერმა ურთულეს ბრძოლაში შეძლო რუსის სერიის შეწყვეტა.

მარია ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან - 6:2, 5:4 დაწინაურდა და მატჩზე აწვდიდა. კერბერმა ამ მნიშვნელოვან მომენტში მოუმატა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა. მესამე პარტია ჩოგბურთელებმა ბრეიკების გაცვლით დაიწყეს, რის შემდეგაც გერმანელმა საბოლოოდ
მოიპოვა ინიციატივა და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით 2:6, 7:5, 6:1 გაიმარჯვა. შეხვედრა ორი საათი და 27 წუთი გრძელდებოდა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში 4:3 გახდა ანგარიში შარაპოვას სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული