განახლებული რეიტინგი და ქართველ ჩოგბურთელთა მარშრუტები

AutoSharing Option
წინა კვირის შედეგების მიხედვით, ჩოგბურთელ ქალთა მსოფლიო კლასიფიკაციაში ჩვენმა გოგონებმა ცვლილებები განიცადეს. გაუწყებთ მათ მაჩვენებლებს:

242 (242). სოფიო შაფათავა (186 ქულა)
327 (330). ეკატერინე გორგოძე (110)
393 (399). სოფიო ქვაცაბაია (81)
561 (563). მარიამ ბოლქვაძე (38)
565 (566). ოქსანა კალაშნიკოვა (37)
876 (550). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13)
1107 (1109). თამარ კუტუბიძე (5)
1200 (1200). თამარ ჭალაგანიძე (3).

მიმდინარე კვირას სოფიო შაფათავა გერმანიაში, ვისბადენის 25.000-იან ტურნირში აიღებს სტარტს. ჩვენებური მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ ტურში დია ევსტიმოვას (ბულგარეთი) შეხვდება.

წყვილებში, ბელორუს სვიატლანა
პირაჟენკასთან ერთად, მე-4 ნომერია და სტარტზე გერმანელებთან - ლიზა ბრინკმანსა და ნატალი პროესესთან გაარკვევს ურთიერთობას.

შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ჩაება თამარ ჭალაგანიძე. წყვილებში ნურია პარიზას-დიასთან ერთად ტაილანდელებთან - თამჩან მომკონთოდსა და პლობრუნგ პლიპუეჩთან დათმო პირველივე შეხვედრა - 3:6, 6:7. ერთეულთა თანრიგის სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ სოფი მუნტეანოს (საფრანგეთი) გაუწევს მეტოქეობას. წარმატების შემთხვევაში ტურნირის რეიტინგფავორიტ ანასტასია გრიმალსკას (იტალია) დაუპირისპირდება.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) ითამაშებს ოქსანა კალაშნიკოვა, ოღონდ მხოლოდ წყვილებში - ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან ერთად ბელინდა ბენჩიჩისა (შვეიცარია) და კატერინა სინიაკოვას (ჩეხეთი) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 494.310 ევრო) იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი. მსოფლიო კლასიფიკაციაში 134-ე ადგილზე მყოფი ჩვენებური პირველ წრეში ანდრეი გოლუბევთან (ყაზახეთი, 117-ე) დამარცხდა - 1:6, 3:6. წყვილებში ტუნა ალტუნასთან (თურქეთი) ერთად კრის გუჩიონეს (ავსტრალია) და ანდრე სას (ბრაზილია) ეთამაშება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული