ჯოკოვიჩის გარეშე, ანუ კითხვები მადრიდის ტურნირის წინ

AutoSharing Option
რატომ არ თამაშობს ჯოკოვიჩი?
12 წელი ტურში, 600-ზე მეტი მატჩი - ეს ის ოპციაა, რომელიც გამოიყენა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მადრიდის "მასტერსის" გამოტოვების მიზეზად. ესპანეთის დედაქალაქში ნოვაკს შარშანაც არ უთამაშია და საერთოდ, აქ საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი ჰქონდა. სერბმა უაზრობად ჩათვალა მორიგი 1000 ქულისთვის გამოდევნება.

ჯოკოვიჩი არ ისახავს მიზნად სეზონში ყველა "მასტერსის" მოგებას. სხვა საქმეა სეზონური "დიდი სლემის" აღება, რის შანსიც მსოფლიოს პირველ ნომერს აშკარად აქვს. სერბმა ელემენტარულად ძალების დაზოგვა გადაწყვიტა და მშვიდი საწვრთნელი პროცესი არჩია ცხელ მადრიდში თამაშს. ასე რომ, როლან გაროსამდე ბოლო
რეპეტიციას ჯოკოვიჩი რომში გაივლის.

შესაძლებელია სერენას გაჩერება?
ფანტასტიკური სტატისტიკით ჩავიდა მადრიდში ქალებს შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი. ჯერერთი, ამერიკელი სეზონის სტარტიდან მოყოლებული დაუმარცხებელია: 20 მატჩში 20 მოგება. გარდა ამისა, გრუნტზე 60 განვლილი მატჩიდან უილიამსმა მხოლოდ სამი წააგო.

სხვა საქმეა, რომ 2015 წლის სეზონის თავბრუდამხვევი დასაწყისის შემდეგ, ესპანეთის დედაქალაქის ტურნირი პირველი გამოცდა იქნება გრუნტზე სერენასთვის.

იქნება როჯერისა და რაფას ნახევარფინალი?
ორ ლეგენდას წელიწადნახევარია ერთმანეთში არ უთამაშია, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ერთ ტურნირზე იკრიბებიან, ყველა მოუთმენლად ელოდება მათ შეხვედრას. როჯერმა 2012 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა "მასტერსზე" განთესვის უმაღლესი ნომერი. და იმავე 2012 წელს მან მადრიდში ტიტული მოიგო. და ეს არის ჯერჯერობით ბოლო ტიტული შვეიცარიელისთვის გრუნტზე.

რაფასთვის კი ურთულესი პერიოდი დგება: 1600 ქულის დაცვა ორი კვირის განმავლობაში საეჭვოს ხდის მის პოზიციებს რეიტინგში მეოთხე ადგილის შენარჩუნების მხრივ. მას კვალში უდგას კეი ნიშიკორი და იმისთვის, რომ როლან გაროსზე ჯოკოვიჩთან ნახევარფინალამდე შეხვედრა აიცილოს თავიდან, უნდა მოიგოს მადრიდსა და რომში. ამასთან, ესპანელმა უკვე წააგო გრუნტზე იმაზე მეტი შეხვედრა, ვიდრე წინა ცხრა სეზონში აგებდა.

როგორ ფორმაშია შარაპოვა?
მადრიდის მოქმედმა ჩემპიონმა მარია შარაპოვამ დათმო ტიტული შტუტგარტში თავის ერთ-ერთ საყვარელ ტურნირზე, წინ გაუშვა რეიტინგში სიმონა ჰალეპი და გაზაფხულის ტურნირებზე რამდენიმე სენსაციური მარცხი იწვნია.

მაგრამ თავად რუსი ჩოგბურთელი არ ქმნის ამისგან ტრაგედიას. "მივცეთ სხვას "პორშეს" მოგების საშუალება", - იუმორით აღნიშნა მან შტუტგარტში ანჟელიკ კერბერთან წაგების შემდეგ. მარიას გრუნტზე ბოლო 59 მატჩში მხოლოდ სამი წაგება აქვს, აქედან სამი სერენა უილიამსთან.

WTA. მადრიდი
I რაუნდი
სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8) 6:2, 6:1; კაია კანეპი (ესტ)-მედისონ კისი (აშშ) 6:4, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:4, 6:3; კეისი დელაკუა (ავსტრა)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:4, 7:6(5); ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-კურუმი ნარა (იაპ) 7:6(6), 6:1; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-ელისონ რისკე (აშშ) 6:4, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 2:6, 7:6(1), 4:0 უარი; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ბეტანი მატეკი (აშშ) 3:6, 6:1, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 6:2, 6:3; გარბიან მუგურუსა (ესპ)-მარია ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ) 6:1, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 12) 4:6, 6:3, 6:3; კაროლინ გარსია (საფ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:4, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11)-ფლავია პენეტა (იტა) 6:3, 7:5; სარა ერანი (იტა, 15)-პაულა ბადოსა ხიბერტი (ესპ) 3:0 უარი; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-მონა ბარტელი (გერ) 6:3, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 5)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:3, 6:0; ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ)-ეჟენი ბუშარი (კან, 6) 0:6, 6:3, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 2:6, 7:6(6), 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-შუაი პენგი (ჩინ) 6:1, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:1, 6:1; კოკო ვანდევეგე (აშშ)-საბინ ლისიცკი (გერ) 7:6(3), 3:6, 7:5; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 3:6, 6:1, 6:4; ალიზ კორნე (საფ)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 2) 7:6(6), 6:3; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 10)-ზარინა დიასი (ყაზ) 6:4, 6:4; ელინა სვიტოლინა (უკრ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:0, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:0, 6:1; აილა ტომლიანოვიჩი (ხორ)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 6:4, 6:3; დუკე მარინო (კოლ)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) ; იულია გორგესი (გერ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) ; კრისტინა მიტუ (რუმ)-ვარვარა ლეპჩენკო (რუმ) ; ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-ვინუს უილიამსი (აშშ) ; კაროლინა კლიშკოვა (ჩეხ)-სილვის სოლერ ესპინოსა (ესპ) .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული