ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეს მიუახლოვდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში წარმატებით გამოსვლას განაგრძობს. 23 წლის თბილისელმა ჩოგბურთელმა 21 მაისს მეორე წრეში 22 წლის ბიორნ ფრატანჯელო (აშშ) დაამარცხა - 6:1, 6:7, 6:3.

საგულისხმოა, რომ ამერიკელი რეიტინგით 147-ეა და ჩვენებურს 12 საფეხურით ჩამორჩება.

ბასილაშვილი მესამე წრეში კიდევ ერთ ამერიკელს - კლასიფიკაციაში 156-ე ადგილზე მყოფ ჯარედ დონალდსონს შეხვდება.

19 წლის ოკეანისგაღმელმა პირველ წრეში კორეელი ჰიეონ ჩანგს აჯობა - 6:0, 6:1, გუშინ კი ინდოელი რამკუმარ რამანათანი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:0.

* * *
თანამემამულეს მხარი ვერ აუბა
ოქსანა კალაშნიკოვამ
, რომელიც ნიურნბერგის 250.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობაში ცდიდა ძალებს რუს ევგენია როდინასთან ერთად. ქართულ-რუსულმა დუეტმა ნახევარფინალში ჰაო-ჩინ ჩენისა (ტაივანი) და ანაბელ მედინა-გარეგასის (ესპანეთი) ტანდემთან წააგო - 2:6, 6:7.

* * *
იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში შეჯიბრებას გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. იგი მეშვიდე ნომრად განთესილმა თურქმა იპეკ სოილუმ დაჯაბნა - 6:3, 6:2. გორგოძეს რევანშის აღების შანსი წყვილებში ეძლევა.

21 მაისს მან სოფიო შაფათავასთან ერთად ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ დიანა ბუზეანის (რუმინეთი) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) დუეტს მოუგო - 6:1, 6:3 და ფინალში იპეკ სოილუს და ალის მატეუცის (იტალია) დაუპირისპირდება. თურქმა და იტალიელმა სოფიო ქვაცაბაიას და იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:3, 6:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული