მატჩი მეოთხე პარტიის დროს უამინდობის გამო გადაიდო და დღეს დასრულდა. მთლიანობაში, ჩოგბურთელებმა მოედანზე 4 საათი და 9 წუთი დაჰყვეს.
კარიერაში "დიდი სლემის" მეცხრე ტიტულისა და "როლან გაროსზე" პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ნოვაკ ჯოკოვიჩი შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას (8) დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.