ალექსანდრე მეტრეველი სტამბულის ტურნირში წარმატებით ჩაება

AutoSharing Option
სტამბულის ვაჟთა 10.000-იან ტურნირში წარმატებით ჩაება თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი. ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მან ბოლივიელი ფედერიკო ზებალოსი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3.

მეორე წრეში პირველ ნომრად განთესილ იანიკ იანკოვიცსა (საფრანგეთი) და ტიმურ ხაბიბულინს (ყაზახეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საგულისხმოა, რომ მეტრეველი წყვილებში სწორედ ხაბიბულინთან ერთად ჩაება პაექრობაში და სტარტზე მასპინძლების - მერთ ადანალისა და დურუკან დურმუსის დუეტი დაამარცხა - 6:3, 6:3.

მეოთხედფინალში მეტრეველი და ხაბიბულინი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ იანიკ იანკოვიცსა და ჰუგო ნისის (ორივე - საფრანგეთი) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას. ფრანგებმა გუშინ ფიოდორ
ჩერვიაკოვი (რუსეთი) და ფერდუნ შევკედოვი (ბულგარეთი) დაჯაბნეს - 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული