რამდენს გამოიმუშავებს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 1/16-ფინალში გასვლით 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.


23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა, სადაც 4 ივლისს მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში ესპანელ მეტოქეს დაამარცხებს, შემდეგ შეხვედრაში, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეორე ჩოგანს, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

უიმბლდონის 1/16-ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი 127 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, ყოველ მომდევნო
ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი საპრიზო ფონდი მატულობს - მეოთხედფინალში ფულადი ჯილდო 241 ათას ფუნტს შეადგენს, ნახევარფინალში - 470 ათას ფუნტს, ფინალში კი - 940 ათას ფუნტ სტერლინგს. ხოლო უიმბლდონის წლევანდელი გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში მამაკაცებს შორის 1 880 000 ფუნტს მიიღებს.

უიმბლდონის ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდო წელს, გასულ წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა და 26,75 მილიონი ფუნტი შეადგინა. ერთეულთა თანრიგში როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის გამარჯვებულები კი, 2014 წელთან შედარებით, 120 ათასი ფუნტით მეტს მიიღებენ.

წყარო: bpn.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად, წარმატებებს გისურვებ
qetino
08 ივლისი 2015 22:30
0
Didi xania chogburts agar ukurebdi,mombezrda sul dzveli saxeebii kalebshits da katsebshits.exla isev davitske kureba da visiamovne kidevats, jer nikolozis gamosvlit,mere gamarjvebit da upals shevtxove sul ese gagvaxaros,saamako gagvixdes saqme da satrabaxod!
gaixaret!
04 ივლისი 2015 07:26
0
გილოცავ ნიკოლოზ! ეს არის სპრტში და სპორცმენში ჩადებული სცორი ინვესტიცია. ჯერ პატარა ბავშვი იყო როცა მამამისმა კორტი აუშენა ეზოში და არ დაიშურა არაპერი და შედეგმაც არ დააყოვნა. მგარარი ოჯახი ხართ და სულ წარმატებები
ქქქ
04 ივლისი 2015 00:11
0
ნიკოლოზ მაგარი ბიჭი! გისურვებ ფინალში გასვლას და იქ თვით "მისიე" ჯოკოვიჩი დაგემარცხებინოს!!! წარმატებები ნიკოლოზ!
jack
03 ივლისი 2015 20:05
0
პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სპორტის ამ სახეობას ასეთი ემოციით ვუყურე. ყოჩაღ ფსიქოლოგიურადაც მომზადებული შეხვდა მეხუტე სეტს. ვუსურვებ წარმატებებს, მან უკვე უახლესი ისტორიის წერა დაიწყო ქართული ჩოგბურთის ისტორიაში!
ნიკოლოზი
03 ივლისი 2015 17:42
0
მე მგონი არასწორად ანგარისშობთ.129 ათასი უკვე ეკუთვნის მეთექვსმეტე ფინალში გასვლისთვის.
jumber
03 ივლისი 2015 15:39
0
ძალიან კარგია, რომ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ჟურნალისტების მხრიდან ნიკოლოზის წარმატებას, რომელსაც თავისი შრომით აღწევს, იმიტომ რომ არც მწვრთნელი ყავს და ჩოგბურთის ფედერაციაც არანაირად არ ეხმარება. იქნებ დაუსვან კითხვები ფედერაციის პრეზიდენტს რატომ არ დაინახეს შეგნებულად მისი ტალანტი და ნიჭი უფრო ადრეულ ასაკში, იმიტომ ხომ არა, რომ მის შვილზე უფრო წარმატებული იქნებოდა? ან ეხლა რატომ არ ხდება მისი ხელშეწყობა? კაცი ტურნირებზე თავისი სახსრებით დადის და მწვრთნელიც კი არაყავს რომ უფრო მეტად განვითარდეს. აუცილებელიად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ.
giorgi
03 ივლისი 2015 14:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული