ნიკოლოზ ბასილაშვილი: არანაირი თავის მართლება, ამ ანგარიშს ვიმსახურებდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან სამ სეტში დამარცხების შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ანგარიში კანონზომიერი იყო.

4 ივლისს, გამართულ მატჩში 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია - 6:7, 0:6, 1:6.

"მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას თანადგომისათვის. არანაირი თავის მართლება, როგორი ანგარიშიც იყო, ასეთს ვიმსახურებდი. მეტი შრომით უკეთესი იქნება", - დაწერა ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ასევე იხილეთ:
ნიკოლოზ ბასილაშვილი უმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეტი შრომით უკეთესი იქნება - ნეტა ქართველი სპორცმენბის 10% მაინც ესე ფიქრობდეს....
თბილისი
16:59 04-07-2015
0
არა უშავს ნიკოლოზ გამოსვლა მაინც საკმაოდ წარმატებული იყო დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო დოდი წარმატებებით გაახარებ საქართველოს
ემზარი
17:49 04-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული