ალექსანდრე მეტრეველს სპეციალური ჯილდო უიმბლდონის ტურნირზე გადასცეს. ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი დევისის თასის სპეციალური ჯილდოთი (Davis Cup Commitment Award) დაჯილდოვდა.
სპეციალური ჯილდო მეტრეველს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რიკი ბიტმა უიმბლდონის ტურნირზე გადასცა.
სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში ალექსანდრე მეტრეველმა დევისის თასზე 38-ჯერ მიიღო მონაწილეობა, სადაც 105 შეხვედრიდან 80 მოიგო.
ალექსანდრე მეტრეველი ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა - ერთხელ ერთეულთა (1973 წ.), ხოლო ორჯერ შერეულ წყვილთა შორის (1968 და 1970 წლები).
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია