ენდი მარეი დიდ ბრიტანეთს დაეხმარება

AutoSharing Option
ბრიტანელმა ენდი მარეიმ დევისის თასის მეოთხედფინალში თამაში გადაწყვიტა. ბრიტანეთის ნაკრები 17-19 ივლისს ლონდონში უმასპინძლებს საფრანგეთს.

მასპინძლების კაპიტანმა ლეონ სმიტმა ამ მატჩისთვის ნაკრებში ასევე გამოიძახა ჯეიმს უორდი, ჯეიმი მარეი და დომინიკ ინგლოტა.

უკვე ცნობილია ფრანგების შემადგენლობაც. ლონდონში მიემგზავრებიან: ჟო-ვილფრიდ ცონგა, ჟილ სიმონი, რიშარ გასკე და ნიკოლა მაუ.

* * *
კიდევ ერთ ნახევარფინალში კანადა ოსტენდეში ესტუმრება ბელგიის ნაკრებს. ჩრდილოამერიკელებს თავიანთი ლიდერის მილოშ რაონიჩის გარეშე მოუწევთ თამაში. სტუმრების შემადგენლობა მეოთხედფინალისთვის ასეთი იქნება: ვასეკ პოსპიშილი, ფრენკ დანჩევიჩი, დანიელ ნესტორი და ფილიპ პელივო. ბელგიელთა
მხრიდან განაცხადში არიან: დავიდ გოფენი, სტივ დარცისი, რუბენ ბემელმანსი და კიმერ კოპეიანსი.

"ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ ცუდი ფორმის გამო ვერ შევძლებ გუნდის დახმარებას. მონდომებით ვიმუშავებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე კორტზე ჯანმრთელი", - დაწერა რაონიჩმა "ტვიტერზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული