უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
უიმბლდონის ვაჟთა ტურნირის ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და როჯერ ფედერერი (2) დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კვირას, 12 ივლისს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე დაიწყება.

დღეს კი ტურნირზე ქალთა ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ამერიკელი სერენა უილიამსი (1) და ესპანელი გარბინ მუგურუსა (20) წარსდგებიან.

ჯოკოვიჩმა ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ რიშარ გასკეს 2 საათსა და 25 წუთში, ანგარიშით 7:6, 6:4, 6:4 მოუგო. 33 წლის შვეციარიელმა კი ბრიტანელი ენდი მარერის სძლია - 7:5, 7:5, 6:4 და კარიერაში მეათედ გავი
და უიმბლდონის ფინალში, სადაც 7-ჯერ გაუმარჯვია.

ნოვაკსა და როჯერს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 39-ჯერ უთამაშიათ. ანგარიში შვეიცარიელის სასარგებლოდ, 20:19-ია. უიმბლდონის შარშანდელ ფინალში ჯოკოვიჩმა დაძაბულ ბრძოლა დაამარცხა ფედერერი - 6:&, 6:4, 7:6, 5:7, 6:4.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული