სერგეი სტახოვსკი: ქალთა ჩოგბურთში ყოველ მეორე ლესბოსელია

AutoSharing Option
უკრაინული ჩოგბურთის ლიდერი სერგეი სტახოვსკი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რისი მიზეზიც მისი განცხადება აღმოჩნდა. ჩოგბურთელის თქმით, ის არ გაუშვებს თავის ქალიშვილს ამ სპორტში, რადგან მას მოუწევს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გოგონებთან თამაში.

"ჩვენთან ATP-ში ნორმალური ატმოსფეროა. რაიმე წესრიგში რომ არ იყოს, ამის შესახებ გვეცოდინებოდა. ადრე ჭორები ვრცელდებოდა გასკეზე, ნადალზე, ფედერერზეც კი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კლასიფიკაციის ტოპ-ასეულში გეები არ არიან.

მარტინა ნავრატილოვა სხვანაირად ფიქრობს? მას წარმოდგენა არ აქვს - რა არის მამაკაცთა ჩოგბურთი. მასთან საერთოდ არ აქვს შეხება. WTA-ის ტურში თითქმის ყოველი
მეორე - ლესბოსელია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ - ნახევარი! ასე რომ, საკუთარ ქალიშვილს ჩოგბურთში ნამდვილად არ გავუშვებ", - განაცხადა სტახოვსკიმ.

ამ განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საჩოგბურთო წრეებში. ATP-ის ხელმძღვანელობა გარკვეულ სანქციებს გამოუტანს უკრაინელს. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ფრანგმა ჟურნალისტმა კეროლ ბუშარმა.

"ის, რაც სტახოვსკიმ თქვა, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ასეთი რამ სპორტში არ უნდა ხდებოდეს", - ხაზი გაუსვა ATP-ის გენერალურმა დირექტორმა კრის კერმოდმა. მისი თქმით, ასოციაციამ დაიწყო შიდა გამოძიება სტახოვსკის განცხადებასთან დაკავშირებით და მალე ჩამოყალიბდება ჩოგბურთელის მიმართ სანქციებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცია!
გიორგი 11
14:48 25-12-2022
0

სიახლეები პოპულარული