უკრაინელმა ჩოგბურთელმა სამი რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა

AutoSharing Option
ყოფილი უკრაინელი ჩოგბურთელი, 37 წლის სერგეი სტახოვსკი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ დონბასში იბრძვის.

სტახოვსკიმ წელს დაასრულა ჩოგბურთელის კარიერა და ფრონტზე ეროვნული გვარდიის შემადგებლობაში იმყოფება. მან 14 დეკემბერს ტყვეების გაცვლაში მიიღო მონაწილეობა და 64 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა.

გუშინ კი სტახოვსკიმ ტყვედ ვაგნერის დაჯგუფების სამი ჯარისკაცი აიყვანა, მათ შორის ორს თვალები წებოვანი ლენტით ჰქონდა ახვეული, რომელზეც ეწერა - "აქცია". "ინსტაგრამზე" კომენტარებში ხუმრობენ, რომ ეს მატჩი სამ სეტში მოიგო და თუ ერთი დაატყვევა, ორი აქციით ეკუთვნის.

სტახოვსკიმ განაცხადა, რომ ვინც რუს ტერორისტ იგორ გირკინს
(სტრელკოვს) ტყვედ აიყვანს, 10 ათასი დოლარით დააჯილდოებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაგნერელია შე რუსეთუმევ.
მალხაზ ჯობავა
21:50 25-12-2022
0
რუსებს არაქვტ ეგეტი ფორმა ფეიკია
o o n
17:35 25-12-2022
7

სიახლეები პოპულარული