რუსეთთან ომში კიდევ ერთი ლეგენდარული უკრაინელი სპორტსმენი წავიდა

AutoSharing Option
ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სპორტსმენთა რიცხვი იზრდება. ვლადიმერ კლიჩკოს, იური ვერნიდუბის, ანდრეი ჩმილის და სერგეი სტახოვსკის შემდეგ იარაღი საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილმა ფინალისტმა ანდრეი მედვედევმაც აიღო და თავის სამშობლოს იცავს. 

მასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ასევე ჩოგბურთელმა სერგეი სტახოვსკიმ გამოაქვეყნა და დაწერა:

"მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა ანდრეი მედვედევი რჩება კიევში და მზად არის მტერთან საბრძოლველად. 

წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ უკრაინის ჩოგბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ხილვით, ის ნამდვილი პატრიოტია", - წერს სტახოვსკი. 

ანდრეი მედვედევი როლან გაროსის ფინალისტია. მან გზად ისეთი ლეგენდარული
ჩოგბურთელები დაამარცხა, როგორებიც პიტ სამპრასი და გუგა კუერტენია. 

ის ფინალში ანდრე აგასის სეტებში 2:0 უგებდა, თუმცა 2:3 დამარცხდა. მედვედევის ანგარიშზე 11 ATP ტიტულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული