წინა კვირას იგი შეჯიბრებაზე მე-8 ნომრად იყო განთესილი. ჩვენებურმა ზედიზედ ხუთი შეხვედრა (ბოლო ორ ტურნირში - ათი ორთაბრძოლა) მოიგო: დაამარცხა ავსტრალიელი დანიელ ჰობარტი - 7:6, 6:0, იტალიელი მატეო ტინელი - 6:3, 6:3, ბელორუსი დმიტრი ჟირმონტი (მე-2 განთესვა) - 6:4, 6:0 და თურქი ჩემ ილკელი (მე-6) - 6:1, 4:6, 6:3; ფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ბელორუს ეგრო გერასიმოვს სძლია - 6:3, 6:3 და მთავარი პრიზი
სტამბოლიდან მეტრეველი სან-მარინოში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან (ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) ერთად დევისის თასის III ჯგუფის ევროპულ ზონაში ზედა ეშელონის საგზურისთვის იბრძოლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"