დევისის თასი: საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში არც მალტა გაახარა

AutoSharing Option
სან მარინოში, დევისის თასის მესამე ევროპულ ჯგუფში წარმატებით აგრძელებს გამოსვლას საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები, რომელმაც D ჯგუფში ბოლო მეტოქე მალტა ანგარიშით 3:0 დაამარცხა და პირველობა გაინაღდა.

17 ივლისს, ალექსანდრე მეტრეველმა ორ სეტში ანგარიშთ 6:1, 6:3 დაამარცხა მეთიუ აშიაქსი, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშილმა ცაზარ ტორეგიანს აჯობა - 6:1:, 6:0.

მალტებელებთან ასევე დამაჯერებლად იმარჯვეს წყვილთა დაპირისპირებაში გიორგი ჯავახიშვილმა და გიორგი ცივაძემ - 6:2; 6:1.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში ალბანეთსა და ისლანდიას სძლია. 18 ივლისს კი დევისის თასის მეორე ჯგუფში აღზევებისთვის
ესტონეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ!
gulshematkivari
21:53 18-07-2015
0
მოუგეს უკვეე?
giorgis
21:36 18-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული