სან მარინოში მიმდინარე ტურნირის D ჯგუფში წარმატების შემდეგ, 18 ივლისს, ქართველმა ჩოგბურთელებმა ესტონეთსაც აჯობეს. ალექსანდრე მეტრეველმა ვლადიმირ ივანოვს 6:3, 7:6 სძლია, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა იურგენ ზოპს მხოლოდ პირველი სეტი დაუთმო - 3:6, 6:2, 6:4. საბოლოოდ 2:0 და მესამე მატჩის გამართვაზე გუნდებმა უარი თქვეს.
სან მარინოში საქართველოს ნაკრებმა (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) ჯგუფში ალბანეთის, მალტისა და ისლანდიის ნაკრებებს აჯობა.
ყველაფერს ეშველება საქართველოში! ფეხბურთის გარდა. ბოლოდროინდელი ამბები ამის ნათელი დადასტურებაა.