რა მოითხოვა რაფაელ ნადალმა ჰამბურგში თამაშის სანაცვლოდ

AutoSharing Option
ესპანელი რაფაელ ნადალი 2008 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჰამბურგში ATP-ის ტურნირზე. შესაძლოა, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს არ ჰქონდა გერმანიის ამ ქალაქში გამოსვლის დიდი სურვილი, მაგრამ დაეხმარა თავის თანამემამულეს, რეიტინგის 683-ე ნომერს ხაუმე მუნარუს.

როგორც Tennis Magazin-ის გერმანული გამოცემა ამტკიცებს, ესპანელი ჰამბურგში ჩასვლას იმ პირობით დათანხმდა, თუ ორგანიზატორები 18 წლის მუნარს უაილდ-ქარდს შესთავაზებდნენ. თინეიჯერი ესპანელი შარშან, როლან გაროსის იუნიორთა ტურნირის ფინალამდე მივიდა, წელს კი ამავე ტურნირზე წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა. ჰამბურგის ტურნირი სადეიბიუტო იქნება მისთვის ATP-ის ტურში.

უაილდ-ქარდი, რომელიც მუნარმა მიიღო, თავდაპირველად
მსოფლიოს 109-ე ჩოგანს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს ეკუთვნოდა.

ნადალს სამჯერ უთამაშია ჰამბურგში, როცა იქაურ ტურნირს "მასტერსის" კატეგორია ჰქონდა და მაისში იმართებოდა. ბოლოს რაფა იქ 2008 წელს გამოვიდა და ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული