ესპანეთი დევისის თასზე ერთიანდება

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა, დავიდ ფერერმა, ფელისიანო ლოპესმა და ფერნანდო ვერდასკომ თანხმობა განაცხადეს დევისის თასის მატჩში თამაშზე, რომელშიც ესპანეთის ნაკრები ევროპა/აფრიკის რეგიონული ზონის I ჯგუფის პლეი ოფის მატჩში დანიას 18-20 სექტემბერს შეხვდება. საბოლოო შემადგენლობას ნაკრების კაპიტანი, მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი კონჩიტა მარტინესი დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა მსოფლიოს ჯგუფის პლეი ოფში გადასასვლელი მატჩი წააგო რუსეთთან 2:3, არადა, იგებდა შეხვედრას 2:0.

"ყველა მოთამაშემ უნდა გააკეთოს დასკვნა ამ წაგების შემდეგ. უნდა გავერთიანდეთ ისე, როგორც არასდროს. მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დევისის თასზე თამაში ძალიან რთულია, განსაკუთრებით
სტუმრად. ამიტომაც უნდა შევკრიბოთ საუკეთესო გუნდი", - განაცხადა მარტინესმა.

ლოპესი და ნადალი დევისის თასის ოთხგზის ჩემპიონები არიან, ფერერმა და ვერდასკომ სამჯერ მოიგეს ეს პრიზი. სწორედ ამ ოთხეულმა მოუტანა 2011 წელს ესპანეთს დევისის თასზე ბოლო გამარჯვება, როცა ფინალში სევილიაში არგენტინა დაამარცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული