10 წლის შემდეგ - ATP-ს რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი დაბრუნდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო დროს საგრძნობი წინსვლა განიცადა. ჯერ უიმბლდონზე იყოჩაღა, მერე დევისის თასზე საქართველოს ნაკრების მეორე ევროპულ ჯგუფში გადასვლაში შეიტანა საკუთარი წვლილი.

გასულ უქმეებზე მან ჰოლანდიურ ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) გაიმარჯვა და 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. ამ წარმატებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 542 ქულას მოუყარა თავი და მსოფლიოს კლასიფიკაციაში 28 საფეხურით წაიწია წინ - 90-ე პოზიციაზე დამკვიდრდა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ (ირაკლი ლაბაძის მერე) საუკეთესო ასეულში ქართულ ვაჟთა ჩოგბურთს წარმომადგენელი არ ჰყოლია.

ამჟამად
ბასილაშვილი იტალიაში იმყოფება და ბიელას ჩელენჯერის ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) ჩაებმება. სტარტზე რეიტინგით 853-ე პორტუგალიელს - პედრო სოუზას შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული