კანადური მასტერსის წინ: გაიმეორებს ნადალი ტრიუმფს?

AutoSharing Option
ტრადიციულად, აგვისტოს მეორე კვირას, კანადაში იმართება გაერთიანებული ტურნირი - Rogers Cup 6 მილიონი დოლარის საერთო საპრიზო ფონდით.

ქალთა ტურნირი განეკუთვნება Premier 5-ის კატეგორიას და ლუწ წლებში ის მონრეალში იმართება, კენტში - ტორონტოში.

მამაკაცთა შეჯიბრი ATP World Tour Masters 1000-ის კატეგორიაში გადის და პირიქით, ლუწ წლებში ტორონტოში ტარდება, კენტ წლებში - მონრეალში. ადრე, ტურნირები ზაფხულის სხვადასხვა კვირას იმართებოდა, მაგრამ 2011 წლიდან ისინი ერთ კვირას გააერთიანეს, თუმცა ქალაქების მონაცვლეობა ძალაში დარჩა. ასე რომ, კანადაში ერთდროულად მამაკაცთა და ქალთა ტურნირებზე დასწრება გულშემატკივრებისთვის და
ჟურნალისტებისთვის შეუძლებელია.

კანადაში მამაკაცთა ტურნირი 1881 წლიდან იმართება და სამი ყველაზე ძველ შეჯიბრის სიაში შედის უიმბლდონთან და აშშ-ის ღიასთან ერთად. ქალების ტურნირს 1892 წელს ჩაეყარა საფუძველი.

WTA/Premier
Rogers Cup
ჩატარების ადგილი: ტორონტო (კანადა)
საპრიზო ფონდი: $ 2 377 305
საფარი: ჰარდი, ღია კორტები
ჩატარების თარიღი: 10-16 აგვისტო
მონაწილეები: სერენა უილიამსი (1), სიმონა ჰალეპი (2), პეტრა კვიტოვა (3), კაროლინ ვოზნიაცკი (5), ლუსი საფაროვა (6), ანა ივანოვიჩი (7), ეკატერინა მაკაროვა (8), ანჟელიკ კერბერი (10), კაროლინა პლიშკოვა (11).
უარი თქვეს მონაწილეობაზე: მარია შარაპოვა (4), კარლა სუარეს ნავარო (9), მედისონ კისი (21), სვეტლანა კუზნეცოვა (25), კამილა ჯორჯი (32).
მოქმედი ჩემპიონი: ტორონტო-2013: სერენა უილიამსი. მონრეალი-2014: აგნიეშკა რადვანსკა.

"ღია ერაში" კანადაში ყველაზე ხშირად იმარჯვებდნენ კრის ევერტი (1974, 1980, 1984, 1987) და მონიკა სელეში (1995-98). მოქმედ ჩოგბურთელებს შორის, ყველაზე მეტი ტიტული სერენა უილიამსს აქვს მოპოვებული - სამი (2001, 2011, 2013), თანაც, ამერიკელი მხოლოდ ტორონტოში იმარჯვებდა, სადაც წლევანდელი ტურნირი იმართება. უმცროსი უილიამსი პირველ ნომრად არის განთესილი.

ATP Masters 1000
Rogers Cup
ჩატარების ადგილი: მონრეალი (კანადა)
საპრიზო ფონდი: $ 3 587 490
საფარი: ჰარდი, ღია კორტები
ჩატარების თარიღი: 10-16 აგვისტო
მონაწილეები: ნოვაკ ჯოკოვიჩი (1), ენდი მარეი (3), სტენ ვავრინკა (4), კეი ნიშიკორი (5), ტომაშ ბერდიხი (6), მილოშ რაონიჩი (8), მარინ ჩილიჩი (9), რაფაელ ნადალი (10).
უარი თქვეს მონაწილეობაზე: როჯერ ფედერერი (2), დავიდ ფერერი (7), გილერმო გარსია-ლოპესი (32), ფილიპ კოლშრაიბერი (33), ხუან მონაკო (35), ირჟი ვესელი (45).
მოქმედი ჩემპიონი: მონრეალი-2013: რაფაელ ნადალი. ტორონტო-2014: ჟო-ვილფრიდ ცონგა.

კანადურ "მასტერსზე" "ღია ერაში" ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია ივან ლენდლი - ექვსი გამარჯვება (1980, 1981, 1983, 1987-89). შარშანდელ სეზონამდე, ბოლო ათი წლის განმავლობაში, კანადაში მხოლოდ "დიდი ოთხეულის" წევრები იმარჯვებდნენ: როჯერ ფედერერი (2004, 2006), რაფაელ ნადალი (2005, 2008, 2013), ნოვაკ ჯოკოვიჩი (2007, 2011, 2012) და ენდი მარეი (2009, 2010). მაგრამ, 2014 წელს, ამ სიაში ჩაეწერა ჟო-ვილფრიდ ცონგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული