მასტერსი: ცინცინატი ციფრებში

AutoSharing Option
0 - ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიმუშავეს ენდი მარეიმ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატიში როჯერ ფედერერის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ შვეიცარიელმა ტურნირზე აც ერთი თავისი მოწოდება არ წააგო.

1 - ალექსანდრ დოლგოპოლოვი 1994 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ცინცინატიში კვალიფიკაციიდან მიაღწია ნახევარფინალამდე. საინტერესოა, რომ ბოლო ჩოგბურთელი, რომელმაც კვალიფიკაციის გავლის შემდეგ მოიგო "მასტერსი", ალბერტ პორტასი იყო. მან 2001 წელს ჰამბურგში გაიმარჯვა.

2 - როჯერ ფედერერმა დაიცვა ტიტული ცინცინატიში და ისევ გახდა მსოფლიოს მეორე ნომერი.
ფედერერის საყვარელი ტურნირები:
ჰალე - 8 მოგება
დუბაი -
7
უიმბლდონი - 7
ცინცინატი - 7
ბაზელი - 6
შემაჯამებელი - 6

2 - ელინა სვიტოლინამ კარიერაში მეორედ მიაღწია Premier 5 კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალამდე. შარშან, ჩინეთში უკრაინელმა პეტრა კვიტოვასთან წააგო.

2 - სიმონა ჰალეპი WTA-ის რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა. რუმინელისთვის ფინალში გასვლაც საკმარისი აღმოჩნდა მარია შარაპოვას გასასწრებად.

2 - სერენა უილიამსი არ აგებს ფინალებში ზუსტად ორი წელია. ბოლო მარცხი მას ვიქტორია აზარენკამ აგემა სწორედ ცინცინატიში.

3 - სერენა უილიამსი ზედიზედ მესამედ გავიდა ცინცინატის ტურნირის ფინალში.

5 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეხუთედ წააგო ცინცინატის "მასტერსის" ფინალი. მესამედ დამარცხდა როჯერ ფედერეთან. გარდა ამისა, იყო ორი წაგება ენდი მარეისგან.

5 - როჯერ ფედერერმა მეხუთე ტიტული მოიგო სეზონში. უფრო მეტი მხოლოდ ჯოკოვიჩს აქვს - ექვსი.

6 - სერენა უილიამსმა მეექვსედ მოუგო სიმონა ჰალეპს. პირადი შეხვედრების ანგარიშია - 6:1.

11 - ნოვაკ ჯოკოვიჩი მეთერთმეტედ იბრძოდა გამარჯვებისთვის ცინცინატიში. ეს არის "მასტერსის" სერიის ერთადერთი ტურნირი, რომელიც სერბს არ მოუგია.

18 - ამ სეზონში 18 ტურნირი აქვთ მოგებული 30 წელს გადაცილებულ ჩოგბურთელებს.

24 - როჯერ ფედერერმა მოიგო თავისი 24-ე ტიტული "მასტერსის" სერიაში და ამ მაჩვენებლით დაეწია ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბმა ხელიდან გაუშვა ლიდერთან - რაფაელ ნადალთან (27 ტიტული) მიახლოების შანსი.

ლიდერები "მასტერსებზე" მოგებით:
1. რაფაელ ნადალი - 27
2-3. ნოვაკ ჯოკივიჩი - 24
2-3. როჯერ ფედერერი - 24
4. ივან ლენდლი - 22
5. ჯონ მაკინროი - 19

41 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა ერთმანეთში 41-ედ ითამაშეს. უფრო ხშირად სერბი მხოლოდ რაფაელ ნადალს ხვდებოდა - 44-ჯერ. ეს ორი დაპირისპირება სარეკორდოა ღია ერაში.

46 - "მასტერსის" სერიის ბოლო 50 ტურნირიდან, 46 მოიგეს "დიდი ოთხეულის" წარმომადგენლებმა.

69 - სერენა უილიამსმა კარიერაში 69-ე ტიტული მოიგო.

80 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატიში თავისი საიუბილეო მე-80 ფინალი ითამაშა.

255 - სერენა უილიამსს ხუთი კვირა დარჩა იმისთვის, რომ WTA-ის რეიტინგში ლიდერობით გაუთანაბრდეს კრის ევერტს. შესაბამისად, უილიამსი მესამე ადგილზე გადავა ლიდერობის ხანგრძლივობით ყველა დროის სიაში.

297 - რაფაელ ნადალმა ვერ შეძლო "მასტერსის" სერიის ტურნირებზე საიუბილეო გამარჯვების მოპოვება. ესპანელს სამი მატჩის მოგება სჭირდება მრგვალ რიცხვამდე.

446 - სერენა უილიამსი 2015 წელს ლიდერია ეისების რაოდენობით. ცინცინატის ფინალის შემდეგ, ამერიკელს 446 ასეთი მოწოდება დაუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული