მე-7 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ერთეულებში გუშინ, 9 სექტემბერს, სასტარტო შეხვედრა რუმინელ ოანა გეორგეტა სიმიონს მოუგო - 6:1, 6:7, 7:5 და მერვედფინალში გაბრიელა პანტუჩკოვას მძლეველ (7:5, 2:6, 6:4) ამანდა გარერას (დიდი ბრიტანეთი) დაუპირისპირდება.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად შეჯიბრების რეიტინგფავორიტია. გუშინ, 9 სექტემბერს, მეოთხედფინალში ქართულ-უკრაინულმა დუეტმა რუმინელები - კრისტინა ა
ნახევარფინალში სოფიო და ანასტასია ალიონა ბოლშოვა ზადოინოვისა (ესპანეთი) და ანდრეა გამიზინის (ვენესუელა) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
ბათუმში ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში თინათინ ყავლაშვილი ყოჩაღობს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მან ძირითად ბადეშიც ამდენივე მეტოქე ჩამოიშორა გზიდან: ჯერ ამინათ კუშხოვას (რუსეთი, 6:4, 6:3) აჯობა, გუშინ კი ყირგიზი ქსენია ულუკანი გაისტუმრა მაყურებლებში - 3:6, 6:4, 6:1. მეოთხედფინალში ყავლაშვილი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ნიგინა აბდურაიმოვას (უზბეკეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში ანგელინა გაბუევა (რუსეთი) დაამარცხა - 6:4, 6:7, 6:2. აჭარის დედაქალაქში კარგად თამაშობს სოფიო ქვაცაბაიაც - გუშინ მან მერვე ნომრად განთესილ ელიზავეტა იანჩუკს (უკრაინა) აჯობა - 6:4, 3:6, 6:4. მეოთხეფინალში მისი მეტოქე იქნება ალიონა ტარასოვა (რუსეთი). მეორე წრეში ამ უკანასკნელმა ასპარეზობის მესამე ნომერი საბინა შარიპოვა დაჯაბნა - 6:2, 6:3.
სამწუხაროდ, მეგობრებს მხარი ვერ აუბა ეკატერინე გორგოძემ - მეორე ნომრად განთესილ კაგლა ბუიკაკჩაისთან დამარცხდა - 2:6, 3:6.
წყვილთა პექრობებს მხოლოდ თინათინ ყავლაშვილი შემორჩა - სომეხ ანი ამირაგიანთან ერთად მან მესამე ნომრად განთესილი ალონა ფომინას და ოლგა იანჩუკის (ორივე-უკრაინა) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 2:6, 10:3.
ნახევარფინალში ქართულ-სომხურ დუეტს რუსები - ნათელა ძალამიძე და ალიონა ტარასოვა დაუპირისპირდებიან. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ნიგინა აბდურაიმოვას (უზბეკეთი) და ქსენია ულუკანს (ყირგიზეთი) სძლიეს - 7:6, 6:4.
ანა შანიძემ და ანა ახალკაცმა აილა აშუსა და მელის სეზერთან წააგეს - 0:6, 0:6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"