აშშ-ის ღია პირველობის მოგებამ 28 წლის ნოვაკს 3 მლნ დოლარი და 2000 სარეიტინგო ქულა მოუტანა. ეს მისთვის მეათე ტიტულია "დიდი სლემის" ტურნირებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით სერბმა ფედერერთან პირად დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა - 21:21.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე გაიმარჯვა, როლან გაროსის ფინალში კი დამარცხდა.