თელავის საერთაშორისო ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ ეკატერინე გორგოძე შემორჩა

AutoSharing Option
რვა ქართველი ჩოგბურთელი ჩაება თელავის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), ორი წრის შემდეგ კი შეჯიბრებას მხოლოდ ეკატერინე გორგოძე შემორჩა.

გუშინ, 17 სექტემბერს მან მერვედფინალური შეხვედრა რუს სოფია გოლუბოვსკაიას მოუგო - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში მის თანამემამულე ამინა ანშბასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა ალინა კისლიცკაიას (რუსეთი) აჯობა - 6:2, 6:0.

მესამე ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია ანი ამირაგიანს (სომხეთი) დანებდა - 2:6, 2:6, მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი პოლინა ნოვიკოვასთან (რუსეთი) დამარცხდა - 6:7, 4:6, ანა შანიძეს ანასტასია პრიბილოვამ (რუსეთი) სძლია - 6:4, 6:1.

ქართველთა მონაწილეობით წყვილთა პაექრობები ასე დასრულდა: ანა ახალკაცი, ანა შანიძე-დარია ლოდიკოვა, ვალერია პოგრებნიაკი (რუსეთი) 3:6, 7:5, 7:10; თამარ ჭალაგანიძე, ეკატერინა წიკლაური (რუსეთი)-ანი ამირაგიანი (სომხეთი), ამინა ანშბა (რუსეთი) 1:6, 0:6.

ნახევარფინალში ითამაშებენ: ამირაგიანი, ანშბა-ანა და ანასტასია პრიბილოვები (რუსეთი), ლოდიკოვა, პოგრებნიაკი-პოლინა გოლუბოვსკაია, ალინა კისლიცკაია (ორივე-რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული