11-წლიანი კომიდან გამოსულმა ესპანელმა ფანმა როჯერ ფედერერი მოიკითხა

AutoSharing Option
ესპანელმა ხესუს აპარისიომ 11 წელი გაატარა კომაში მას შემდეგ, რაც თავის მე-18 დაბადების დღეზე, 2004 წლის 12 დეკემბერს საავტომობილო ავარიაში მოხვდა.

ხესუსმა 2015 წლის 27 აგვისტოს გაიღვიძა. ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელიც მან საკუთარ დედას დაუსვა, შვეიცარიელ ჩოგბურთლს როჯერ ფედერერს შეეხებოდა, რომლის დიდი ფანი გახლავთ აპარისიო. ესპანელის ერთ-ერთი ბოლო მოგონება ფედერერის შესახებ შემდეგი იყო - 23 წლის შვეიცარიელის მეოთხე გამარჯვება "დიდი სლემის" ტურნირებზე, კერძოდ, აშშ-ის ღია პირვეოლბაზე.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ მან დიდი ხანია, რაც კარიერა დაასრულა. როდესაც მითხრეს, რომ ის კიდევ
თამაშობს და მსოფლიოს მეორე ჩოგანია, ჩავთვალე, რომ მატყუებდნენ. და ტირილი დავიწყე მაშინ, როდესაც შევიტყვე, რომ კარიერაში "დიდი სლემის" 17 ტიტული აქვს მოგებული. ახლა, მინდა საკუთარი თვალით ვნახო, როგორ მოიგებს ფედერერი მე-18 ტიტულს", - განაცხადა აპარისიომ Tennis World-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული