ეს მატჩი იმით არის აღსანიშნავი, რომ 30 წლის იანკოვიჩმა, რომელიც 25-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში, კარიერაში მე-600 გამარჯვებას მიაღწია. ამით იანკოვიჩი მესამე მოქმედი ჩოგბურთელი და ისტორიაში მე-16 მოთამაშე გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
დღეს მოქმედ ჩოგბურთელებს შორის, 600-ზე მეტი მატჩი მოგებული აქვთ მხოლოდ სერენა და ვინუს უილიამსმებს- შესაბამისად, 737 და 698 შეხვედრა. ყველა დროის რეკორდსმენი კი ლეგენდარული ამერიკელი მარტინა ნავრატილოვაა - 1442
ცნობისთვის, ეს სტატისტიკა ითვალისწინებს ყველა მატჩს WTA-ის ტურნირების ძირითად ბადესა და კვალიფიკაციაში, აგრეთვე მატჩებს ITF-ის ტურნირებზე და ფედერაციის თასზე.
გუშინ, იანკოვიჩმა გუანგჯოუს ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, როცა რუსი სვეტლანა კუზნეცოვას ბარიერი დაძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"