ქართველი ჩოგბურთელების მეორე იერიში ჩიმკენტზე

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ჩიმკენტში (ყაზახეთი), როგორც ვწერდით, ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს ქართველებმა - სოფიო ქვაცაბაიამ და ალექსანდრე მეტრეველმა ერთეულთა შეჯიბრებაც მოიგეს და წყვილებიც (შესაბამისად, ეკატერინე გორგოძესა და რუს ივან გახოვთან ერთად).

ჩვენმა სპორტსმენებმა იმავე ქალაქში გუშინ, 12 ოქტომბერს, ოთხი ორთაბრძოლა მოიგეს.

ქალთა 10.000$-იან ტურნირში მე-2 ნომრადაა განთესილი ქვაცაბაია, რომელიც სტარტზე დღეს უზბეკ სარვინოზ საიდჰუჯაევას დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ვალერია პოზრევნიაკს (რუსეთი) შეხვდება, რომელმაც სტარტზე თანამემამულე ალინა ზოლოტარიოვა დაამარცხა
- 6:2, 1:6, 6:4.

ასპარეზობის მესამე ნომერმა ეკატერინე გორგოძემ დარია შევჩენკოს (ყაზახეთი) აჯობა - 6:1, 6:1 და მერვედფინალში ანა იაკოვლევა (რუსეთი)-გუზელ იუსუპოვას (უზბეკეთი) შორის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში გორგოძემ და ქვაცაბაიამ კამილა ბოლატოვა (ყაზახეთი) და ეკატერინა გრინევიჩი (რუსეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:1, 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებურებს მეტოქეობას გაუწევენ ვიქტორია კლიმუშინა (რუსეთი) და ალექსანდრა სტახანოვა (უზბეკეთი), რომლებმაც პირველ წრეში აშმიტა ეაშვარამურთსა (ინდოეთი) და ეკატერინა წიკლაურს აჯობეს - 6:4, 7:5.

* * *
ვაჟთა 15.000-იან ტურნირში წარმატებით აიღო სტარტი ალექსანდრე მეტრეველმა - პირველ წრეში ოდილ აკრამოვი (უზბეკეთი) დაჯაბნა - 6:3, 6:0. მეორეში მისი მეტოქე იქნება ბოლატ მამირის (ყაზახეთი) მძლეველი (6:0, 6:3) როი სარუტ დე ვალკი (ჰოლანდია).

ერთეულებში ცდიდა ძალებს გიორგი ცივაძე, მაგრამ იგი სტარტზევე დამარცხდა პაულ მონტებანთან (ჰოლანდია) - 6:4, 3:6, 0:6.

წყვილებში ამჯერად ერთად ასპარეზობენ მეტრეველი და ცივაძე. გუშინ ქართველებმა მესამე ნომრად განთესილ ანტონ გალკინსა და დმიტრი სურჩენკოს (ორივე - რუსეთი) მოუგეს - 6:1, 6:2.

ჩვენებს მეოთხედფინალში როი დე ვალკი და პოლ მონტებანი (ორივე - ჰოლანდია) დაუპირისპირდებიან. ნიდერლანდელებმა ყაზახებს - ჟანსულთან ჩემბოტაიევსა და ბოლატ მამირს გადაუღობეს გზა - 6:3, 7:5.

* * *
დღეს ლინცში (ავსტრია) ქალთა 250.000-იან წყვილთა ტურნირში ჩაებმებიან ოქსანა კალაშნიკოვა (რეიტინგით 86-ე) და სოფიო ქვაცაბაია (142-ე), რომლებიც ანიკა ბეკისა (გერმანია, 128-ე) და ტამირა პაზეკის (ავსტრია, 385-ე) დუეტს შეხვდებიან.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთის ქალთა და ვაჟთა ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. გაუწყებთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს:

ქალები
ერთეულები. 253 (252). სოფიო შაფათავა (177), 396 (388), სოფიო ქვაცაბაია (85), 412 (410). ეკატერინე გორგოძე (80), 571 (570). მარიამ ბოლქვაძე (42), 678 (677). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 744 (742). თინათინ ყავლაშვილი (20), 1095 (1096). თამარ ჭალაგანიძე (7), 1188 (1184). ანა შანიძე (4).
წყვილები. 86 (88). კალაშნიკოვა (861), 142 (142). შაფათავა (444), 153 (152). გორგოძე (411), 348 (350). ქვაცაბაია (139), 726 (730). ბოლქვაძე (35), 783 (787). ყავლაშვილი (30), 1107 (1102). ანა ახალკაცი (11), 1107 (1102). ანა შანიძე (11), 1175 (1168). ჭალაგანიძე (9).

ვაჟები
ერთეულები. 93 (93). ნიკოლოზ ბასილაშვილი (581), 369 (370). ალექსანდრე მეტრეველი (119), 901 (887). გიორგი ცივაძე (18), 1130 (1126). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1418 (1210). ალექსანდრე ბაკში (3), 2071 (2063). ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული