ანა ივანოვიჩი ბასტიან შვაინტაიგერთან გადასახლდა

AutoSharing Option
სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. კერძოდ, ის შვეიცარიის ქალაქ ბერნიდან ინგლისის ქალაქ ბოლტონში გადაბარგდა.

"ბრიტანეთში ვიცხოვრებ. ეს გადაწყვეტილია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გვერდით მეყოლება კარგი გუნდი და მექნება კომფორტული გარემო", - განაცხადა ივანოვიჩმა.

გაზეთ Manchester Evening News-ის ცნობით, ივანოვიჩმა საცხოვრებელის შეცვლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველთან ბასტიან შვაინშტაიგერთან შეათანხმა, რომელსაც წელიწადზე მეტია ხვდება.

ბოლტონში არის საჩოგბურთო ცენტრი, რომელსაც ორი ღია და რვა დახურული კორტი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული