პეკინის ტურნირის ფინალის შემდეგ, რომელშიც ესპანელმა გარბინ მუგურუსამ შვეიცარიელი ტიმეა ბაშჩინსკი დაამარცხა, ლანდალუსმა გარეგნული მსგავსებისა და თამაშის მკაცრი მანერის გამო, ბაშჩინსკი რავენსბრიუკის, აუშვიცისა და ბერგენ-ბელცენის საკონცენტრაციო ბანაკების ცნობილ ზედამხედველს ირმა გრეზეს შეადარა.
"ბაშჩინსკი თამაშობს ხისტ, მაგრამ ეფექტურ ჩოგბურთს. ის ერთგვარად ირმა გრეზეს როლში წარმოგვიდგება, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ტყვეები ცემით სიკვდილამდე მიჰყავდა", - წერია ლანდალუსის სტატიაში.
მოგვიანებით, მასალა წაშალეს El Mundo-ს გვერდიდან, ემილიამ კი ტიმეას ბოდიში მოუხადა.
ირმა გრეზე ნაცისტებში 1942 წელს გაწევრიანდა და ტყვეებისგან მიიღო ისეთი მეტსახელები, როგორიცაა - "ქერათმიანი ეშმაკი", "სიკვდილის ანგელოზი", "შესანიშნავი ურჩხული". მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გრეზეს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და სიკვდილით დასაჯეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"