ნადალმა და ბერდიხმა ლონდონი გაინაღდეს

AutoSharing Option
შანხაის "მასტერსის" შემდეგ, კიდევ ორმა ჩოგბურთელმა გაიფორმა ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაში.

ჩეხ ტომაშ ბერდიხსა და ესპანელ რაფაელ ნადალს ეყოთ შესაბამისად, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში გასვლა იმისთვის, რომ სეზონის დასკვნით ჩემპიონატის თამაში გაენაღდებინათ.

ამ დუეტამდე ლონდონში თამაშის უფლება მოიპოვეს სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ და შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ბრიტანეთის დედაქალაქში 15-22 ნოემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული