გასულ კვირას, ცნობილი გახდა სინგაპურის საგზურის კიდევ ორი მფლობელი - პეტრა კვიტოვა და აგნიეშკა რადვანსკა. ძალიან ახლოს იყო წარმატებასთან ანჟელიკ კერბერი. მას ჰონგ კონგში ტიტულის მოპოვება სჭირდებოდა, მაგრამ ფინალში სამ სეტში წააგო ელენა იანკოვიჩთან.
არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ კერბერი ვერ მოხვდეს სინგაპურში. ამისთვის ერთდროულად უნდა შესრულდეს სამი პირობა: ამ კვირას მიმდინარე მოსკოვის ტურნირზე უნდა მოიგოს კარლა სუარეს-ნავარომ, ფინალში უნდა გავიდეს ფლავია
საერთოდ, ამ კვირას სამ ვაკანტურ საგზურზე ხუთი პრეტენდენტი დარჩა. ჯერჯერობით, მეშვიდე და მერვე ადგილებზე საფაროვა და პენეტა იმყოფებიან. მათ გასწრებას შეეცდებიან სუარეს-ნავარო და პლიშკოვა. ამ უკანასკნელს, მინიმუმ ფინალში გასვლა სჭირდება შანსის შესანარჩუნებლად. ამასთან, კაროლინასთვის მნიშვნელოვანია, რომ საფაროვამ და პენეტამ ბევრი ქულა ვერ აიღონ. სუარეს-ნავაროსაც ფინალში გასვლა სჭირდება ბრძოლის გასაგრძელებლად.
* * *
გასულ კვირას, ქალებს შორის International-ის კატეგორიის სამი ტურნირი გაიმართა. ლინცში გაიმარჯვა რუსმა ანასტასია პავლიუჩენკოვამ, თუმცა მას გამოაკლდა ქულები მოსკოვის შარშანდელი ტურნირისთვის და ამის გამო, დაკარგა ადგილი TOP30-ში.
ტიანძინში აგნიეშკა რადვანსკამ გაიმარჯვა და ამით სინგაპურის საგზური მოიპოვა. ხოლო ფინალში ჩერნოგორიელმა დანკა კოვინიჩმა ითამაშა, რისი წყალობითაც რეიტინგში 59-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
ჰონგ კონგში ტიტულისთვის იბრძოდნენ ელენა იანკოვიჩი და კერბერი. სერბი "ჩემპიონთა რბოლაში" 22-ე ადგილზე გადავიდა. ის აგრძელებს ბრძოლას "ელიტ ტროფის" ტურნირზე მოსახვედრად, სადაც მეცხრედან მე-19 ადგილის მფლობელები მოხვდებიან. იანკოვიჩი ლუქსემბურგის ტურნირზე ითამაშებს და შეეცდება საჭირო ქულების დაგროვებას. კერბერმა კი WTA-ის კლასიფიკაციაში მეცხრედან მეშვიდე ადგილამდე გადაინაცვლა. მისი რეკორდი მეხუთე ადგილია.
WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 285
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 580
3(3). მარია შარაპოვა (რუს) 4 691
4(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 690
5(5). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 860
6(6). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 690
7(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 400
8(8). ფლავია პენეტა (იტა) 3 372
9(7). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 221
10(10). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 3 157
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"