სოფიო შაფათავა ფრანგული ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) თბილისელი სოფიო შაფათავა ორჯერ გავიდა კორტებზე. ჯერ ერთეულთა მერვედფინალში ცდიდა ძალებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ჯულია გატო-მონტიკონე დაამარცხა - 6:3, 6:2 და მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილ ჩეხ კრისტინა პლიშკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა მსგავსი ანგარიშით ემანუელ სალას (საფრანგეთი) აჯობა.

წყვილებში შაფათავა უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად მეორე ნომრად იყო განთესილი და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი ასპარეზობის მესამე ნომრებს - ვიქტორია გოლუბიჩსა (შვეიცარია) და ალისე მატეუცს მეორე ხელი მოუგო 7:5, თუმცა ორთაბრძოლაში გარდატეხა ვერ
შეიტანა - პირველი სეტი და ტაიბრეიკი დათმო, შესაბამისად, 5:7, 4:10 და წყვილთა პაექრობას გამოეთიშა.

გუშინ წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვასაც (რეიტინგით 83-ე) არ გაუმართლა. ლუქსემბურგის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) იაპონელ მისაკი დოისთან (207-ე) შეამხანაგებულმა ესპანელთა ძლიერ დუეტთან - ტურნირის რეიტინგფავორიტ ანაბელ მედინა გარიგესსა (33-ე) და არანჩა პარა სანტონიასთან (39-ე) დათმო პაექრობა - 6:7, 7:6, 6:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული