სოფიო შაფათავა წყვილებში უკეთ ასპარეზობს

AutoSharing Option
სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ფრანგულ პუატიეში 100.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგის კვალიფიკაციაში ჩაებნენ.

სოფიომ პირველ წრეში შვეიცარიელი პეტი შნიდერი დაჯაბნა (6:2, 5:7, 6:1), რომელიც ერთ დროს მსოფლიოს მე-7 ჩოგბურთელი იყო. მეორე წრეში შაფათავამ კონი პერინისთან (შვეიცარია) წააგო - 7:5, 1:6, 1:6. კალაშნიკოვას სტარტზევე ანასტასია ვასილიევამ (უკრაინა) აჯობა - 7:6, 6:3.

26 ოქტომბერს, წყვილებში შაფათამ და ანასტასია ვასილიევამ ჩეხებს - ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუჩლას დააყრევინეს ფარ-ხმალი. მეოთხედფინალში ისინი ვალერია სოლოვიოვას (რუსეთი) და მარინა ზანევსკას (უკრაინა) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც პირველ წრეში ოქსანა
კალაშნიკოვა და კატალინ მაროში (უნგრეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:7, 6:4, 11:9.

* * *
მიმდინარე კვირას შეჯიბრებაში ჩაებნენ ჩვენი ჩოგბურთელი ვაჟებიც. ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი, მაგრამ ძირითად ბადეში ვერ მოხვდა - პირველ წრეში რუს მიხაილ იუჟნისთან დამარცხდა - 4:6, 2:6.

* * *
ალექსანდრე მეტრეველიც საკვალიფიკაციო რაუნდის სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში (საპრიზო ფონდი 604.155 ევრო) - მასპინძელ ალბერტ მონტანესთან 3:6, 6:7 წააგო.

* * *
წინა კვირის შედეგებით, ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. ქართველთა მაჩვენებლები ასეთია:

ქალები
ერთეულები. 237 (256). სოფიო შაფათავა (189), 372 (376). სოფიო ქვაცაბაია (94), 383 (397). ეკატერინე გორგოძე (89), 578 (569). მარიამ ბოლქვაძე (42), 680 (679). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 748 (745). თინათინ ყავლაშვილი (20), 1101 (1091). თამარ ჭალაგანიძე (7), 1197 (1189). ანა შანიძე (4).

წყვილები. 79 (83). კალაშნიკოვა (956), 134 (135). შაფათავა 9497), 155 (152). გორგოძე (411), 337 (338). ქვაცაბაია (147), 724 (725). ბოლქვაძე (35), 778 (779). ყავლაშვილი (30), 1108 (1108). ანა ახალკაცი (11), 1108 (1108). ანა შანიძე (11), 1177 (1176). ჭალაგანიძე (9).

ვაჟები
ერთეულები. 88 (88). ნიკოლოზ ბასილაშვილი (616), 302 (328). ალექსანდრე მეტრეველი (158), 922 (902). გიორგი ცივაძე (16), 1139 (1129). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1418 (1421). ალექსანდრე ბაკში (3), 2079 (2077). ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული