სოფიო შაფათავა პოატიეს დაემშვიდობა და ნანტში გადაინაცვლებს

AutoSharing Option
ფრანგულ პოატიეში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი), რომელშიც ორი თბილისელი სპორტსმენი ჩაება. ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოქსანა კალაშნიკოვა პირველსავე წრეში დამარცხდა უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან, ხოლო სოფიო შაფათავამ მხოლოდ ერთი წრე განვლო, მეორეში შვეიცარიელ კონი პერინს დანებდა.

წყვილებში სოფიომ ანასტასია ვასილიევასთან ერთად პირველი ბარიერი გადალახა: სტარტზე ჩეხებს - ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუჩლას აჯობა - 7:5, 6:4, გუშინ, 28 ოქტომბერს, მეოთხედფინალში ვალერია სოლოვიოვას (რუსეთი) და მარინა ზანევსკას (უკრაინა) ტანდემთან ვერაფერს გახდა - 2:6, 5:7 დამარცხდა და შეჯიბრებას
გამოეთიშა.

საგულისხმოა, რომ სოლოვიოვამ და ზანევსკამ პირველ წრეში ოქსანა კალაშნიკოვა და კატალინ მაროში (უნგრეთი) დაჯაბნეს - 6:7, 6:4, 11:9.

სოფიო შაფათავა საფრანგეთში რჩება და კვირის მიწურულს ნანტის 50.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში მოსინჯავს ძალებს. არ არის გამორიცხული, ამ შეჯიბრებაში სხვა ქართველმა ჩოგბურთელებმაც იასპარეზონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული